0 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სიცრუეა, როდესაც უმრავლესობა საუბრობს იმაზე, თითქოს ეს შესწორებები არ გამოხატავს კონგრესის და წარმომადგენელთა პალატის შეხედულებას" - სალომე სამადაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილი ვარაუდობს, რომ მოახლოებულ არჩევნებს ვაშინგტონი ბევრად უფრო დიდი ყურადღებით დააკვირდება.

„სიცრუეა, როდესაც უმრავლესობა საუბრობს იმაზე, თითქოს ეს შესწორებები არ გამოხატავს კონგრესის და წარმომადგენელთა პალატის შეხედულებას. როგორც ნახეთ, გუშინ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა სწორედ ის კანონპროექტი იმ შესწორებით, რომელზეც საუბარი არის, სადაც კონგრესი თხოვს სახელმწიფო დეპარტამენტს, წარადგინოს ანგარიში ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრობლემებთან დაკავშირებით. სიცრუეა, რომ ეს არაფერი საგანგაშო არ არის. თუ გადახედავთ, შეგიძლიათ შეისწავლოთ, ყოველ წელს, გასული წლების მანძილზე მიღებული მსგავსი აქტი როდესმე თუ აკეთებს რაიმე მსგავს ჩანაწერს, ნახავთ, რომ ასეთი ჩანაწერი არასდროს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთოებების ისტორიის მანძილზე, თავდაცვის თანამშრომლობის აქტში არანაირი მსგავსი ჩანაწერი არასდროს გაკეთებულა, ეს პირველად კეთდება. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განგაშმა ვაშინგტონში უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია. ეს ნიშნავს იმას, რომ მოახლოებულ არჩევნებს ვაშინგტონი დააკვირდება ბევრად უფრო დიდი ყურადღებით“,-განაცხადა სამადაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები