0 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება

როგორც გახარიამ აღნიშნა, არავის მისცემს უფლებას გაგრძელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც მისივე შეფასებით, დღეს უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ ხორციელდება.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტის გამო. უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა გოგოს, საქართველოს მოქალაქეს ვკარგავთ. რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ ოჯახს. ეს არ არის მხოლოდ ოჯახის, ქვეყნის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყანაში ასეთი ფაქტები ხდება. გარდა ამისა, მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას. მე არავის მივცემ უფლებას გაგრძელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ხორციელდება ჩვენს თვალწინ. ჩვენ ყველას, თითოეულ მოქალაქეს, ყველა ადამიანს უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ. ამიტომ არავის ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშობლებთან ერთად ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს. რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა, მას შემდგომ, რაც გამოძიება დასრულდება, შეხვედრის მე არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ინსტიტუტების და მშობლების წინაშე“, - განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები