1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს 100 000-ლარიანი გირაო, ექიმებს კი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს 100 000-ლარიანი გირაო, ექიმებს კი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, ბრალდების მხარე, პროკურატურა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორისა და ამავე კლინიკის ექიმების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ბრალდებულ ექიმებს პირად თავდებში უდგებოდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის დეპუტატი მარიამ ჯაში

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები