1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სწავლა ვერ იქნება ტრადიციულ, ჩვეულ სტილში - როგორ განახლდება ახალი სასწავლო წელი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტებზე, თუ რა ფორმით დაიწყება სწავლა საკლასო ოთახებში 15 სექტემბრიდან.

 

 

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სწავლა ვერ იქნება ტრადიციულ, ჩვეულ სტილში.

"თუ აქამდე ერთ ოთახში იჯდა 20 ადამიანი, ახლა ასე ვერ დაჯდება. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები - აუდიტორიებში, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. მუშავდება ეს სტანდარტები და დარწმუნებული ვარ, დამყოლობა სკოლებსა და უნივერსიტეტებში კარგი იქნება და შევძლებთ, ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს, თუმცა რისკი, როცა ასეთი მობილობის ზრდაა, დიდია", - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები