1 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლილოს, დინამოსა და ელიავას ბაზრობებზე ტესტირების შედეგად კორონავირუსით ინფიცირების სულ 6 შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე 4731 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, საიდანაც 6 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ლილოს ბაზრობაზე ტესტირება ჩაუტარდა ყველას, ვინც ამ ეტაპზე მუშაობდა იმიტომ, რომ ზოგიერთმა მათგანმა დაკეტა სავაჭრო ობიექტები. გამოკვლეულთაგან 6 ინფიცირებული ადამიანი იქნა გამოვლენილი პირველ ორ დღეში, შემდეგ აღარ გვქონია ინფიცირების შემთხვევები. 6 დაინფიცირებულის კონტაქტები ანუ ლილოს ბაზრობასთან კვეთა ვისაც ჰქონდა, ასეთი სულ არის 13 ადამიანი. ეს იყო ერთი ოჯახი, რომელიც უკავშირდება მე-16 გარდაცვლილს და ამ ოჯახურ კლასტერს ჰქონდა ლილოს ბაზრობასთან კავშირი. ამის გარდა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტესტირება ჩავატარეთ დინამოს და ელიავას ბაზრობებზე, სადაც 500-500 ადამიანის გამოკვლევა იქნა დაგეგმილი. დინამოს ბაზრობაზე შერჩეული 500 ადამიანიდან 487 გამოვიკვლიეთ და არც ერთი არ იყო დადებითი შემთხვევა. ელიავას ბაზრობაზე გამოვიკვლიეთ 436 ადამიანი და აქ პირველი ორი დღის შედეგები იყო უარყოფითი და მესამე დღის შედეგები იქნება დღეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბაზრობაც ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით იქნება კეთილსაიმედო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები