1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თენგო თევზაძე: „აუცილებელია გაძლიერდეს მუნიციპალიტეტებზე მონიტორინგი არასამთავრობო სექტორის მხრიდან“

„სამსახურიდან შესაძლო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების განთავისუფლების  და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები საფრთხეს უქმნის სამართლიან საარჩევნო პროცესს,“ - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ -ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები წინასაარჩევნო და საარჩევნო კამპანიის პერიოდში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„აუცილებელია გაძლიერდეს მონიტორინგი არასამთავრობო სექტორის მხრიდან მუნიციპალიტეტებში სამსახურიდან შესაძლო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების განთვისუფლებაზე,“- განაცხადა თევზაძემ.

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს. თენგო თევზაძის აზრით,  ეს წლების განმავლობაში დაუძლეველ პრობლემად რჩება.

„საჯარო მოხელეები ხშირად იკრიბებიან მმართველი პოლიტიკური პარტიის ოფისებში, სადაც ხდება ინფორმაციის მიწოდება, თუ როგორ უნდა იმუშაონ საჯარო მოხელეებმა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. ზემოთ აღნიშნული ფაქტები საფრთხეს უქმნის სამართლიან საარჩევნო პროცესს, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პოლიტიკურ პარტიებს.“- აღნიშნა თევზაძემ.

„სამართლიანმა არჩევნებმა” დღეს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადავ საუბარია წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. კერძოდ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და სამსახურიდან შესაძლო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების განთავისუფლების ფაქტებზე.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...