1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

13 წლის ილია ფილფანს მე-18 დღეა უშედეგოდ ეძებენ

13 წლის ილია ფილფანს ისევ ეძებენ. 18 დღის წინ ის სახლიდან ველოსიპედით გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. სამძებრო სამუშაოებში ათობით მაშველია ჩართული, იყენებენ დრონებსაც. ოჯახის წევრები და ახლობლები მას საკუთარი ძალებითაც ეძებენ. 

13 წლის ილია ფილფანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან 18 ივლისს დაიკარგა . სამძებრო სამუშაოები სვანეთის გარდა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც მიმდინარეობს.

მოზარდის გაუჩინარებაზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით.

სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის იანვრიდან ამ დრომდე ეძებენ 20 ადამიანს, მათ შორის სამი არასრუწლოვანია. 8 გაუჩინარებული კი გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები