პოლიტიკა
„ის, რაც დღეს საქართელოში ხდება, კრიმინალის კუთხით, კანონის და კანონიერების ჩამოშლაა" - მიხეილ სააკაშვილი
2020-08-03 13:17:59
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, „ქართული ოცნების“ მმართველობა დასრულდება და საქართველო სწრაფი ნაბიჯებით დაიწყებს წინსვლას, განვითარებას.
„ის, რაც დღეს საქართელოში ხდება, კრიმინალის კუთხით, კანონის და კანონიერების ჩამოშლაა. ამას ქვია „ბეზპრიდელი“. როდესაც „ბრეზპრიდელი“ მართავს ქვეყნას, შედეგიც ასეთი დგება. დღეს საქართველოში ძალადობაა წახალისებული, რადგან ამას, როგორც პოლიტიკური კონტროლის საშუალებას, ისე ხედავენ. რაც უფრო მეტი ქაოსი იქნება, ივანიშვილი და რუსეთი მით უკეთესად იგრძნობენ თავს. რუსეთის დაკვეთა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, სწორედ ქაოსია. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გადავლახოთ და დავამთავროთ. არაფერი შეუძლებელი ამაში არ არის, „ქართული ოცნების“ მმართველობა მთავრდება. მთავრდება, რადგან ქვეყანა ჭაობშია ჩაფლული, განვითარება ვერ მოხდა და ამას საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს.
ეჭვი არ მეპარება, რომ არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ დავიწყებთ ქვეყნის განვითარებას და ძალიან სწრაფი ნაბიჯებით წავალთ წინ"- სააკაშვილი.
კომენტარები