1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" ვისარგებლე ჩემი პროფესიული ვალდებულებით...... არსებობს მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა, ოქმში ეს პოზიცია დავაფიქსირე" - დავით ქაშიაშვილმა.

ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა საგამოძიებო უწყება დატოვა. იგი შსს-ში ბაჩალიაშვილის საქმეზე იყო დაბარებული.

 

საქმე ეხება „შაბათის ფორმულაში“ გასულ მასალებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ სანდო წყარო ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მოტივად სამი მაღალჩინოსნის კომპრომატებს ასახელებს. წყაროს ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა დახურულ ფაილებში შეაღწია.

ჟურნალისტის თქმით, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დამატებითი ინფორმაცია არ მიაწოდა, რადგან არსებობდა წყაროს გამჟღავნების რისკი.

„არცერთი დამატებითი დეტალი არ მითქვამს, ვისარგებლე ჩემი პროფესიული ვალდებულებითა და ეთიკით, იმიტომ რომ არსებობს მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა, ოქმში ეს პოზიცია დავაფიქსირე" - აღნიშნა, ქაშიაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები