1 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბადრი ჯაფარიძე - ქვეყანაში არის საყოველთაო სიღატაკე. ტყუილი უნდა გაქრეს ქართული პოლიტიკიდან

25 -31 ივლისს დასავლეთ საქართველოში "ლელო საქართველოსთვის" რეგიონული ტურნე გაიმართა. საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრების და ტურნეს დასრულების  შემდეგ, რეგიონში არსებული მოცემულობა შეაფასა “ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ.  

„დავდივარ ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში. მოვიარე მესტია, ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ქუთაისი, სამტრედია და ლანჩხუთი. მაქვს უშუალო შეხვედრები და უშუალო ურთიერთობები ადამიანებთან. მოსახლეობა ძალიან გულწრფელად საუბრობს იმ გაუსაძლის მდგომარებაზე,  რომელშიც იმყოფება. საუბრობენ  უნდობლობაზე, რომელიც ხელისუფლების მიმართ აქვთ.

ქვეყანას უჭირს, არის საყოველთაო სიღატაკე: ოჯახების უმეტესობა, პრაქტიკულად, არის იმის მოლოდინში, თუ რას ჩაურიცხავენ მათ საზღვარგარეთ იძულებით წასული ოჯახის წევრები; მოხუცები რეგიონში არინ მარტო დარჩენილები; ახალგაზრდებს კი არ აქვთ სამუშაო პირობები და ამ მოცემულობაში, არც მომავლის პერსპექტივა.

საზოგადობის უნდობლობა ხელისუფლების მიმართ ძალიან ლოგიკურია, "ქართულ ოცნებას" არაფერი ხელშესახები არ გაუკეთებია ქვეყნისთვის. პოლიტიკოსები, როგორც წესი, ჩნდებოდნენ არჩევნების წინ, იძლეოდნენ ფუჭ დაპირებებს და შემდეგ, არჩევნებამდე ქრებოდნენ. აქედან გამომდინარე,  ნდობა არის დაბალი ან საერთოდ გამქრალი.

ქვეყანაში უნდა დასრულდეს მავნე პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკოსის  სიტყვას არ აქვს ფასი. ტყუილი  საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკიდან. არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანას გაუჩნდეს პერსპექტივა და დაიწყოს ახალი ცხოვრება“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

 

 

„ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა უნდა აღადგინონ დაკარგული ნდობა და ქვეყნის მიმართ გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა,      

 

“ლელოს ერთ-ერთი ამოცანაა, შემოვიტანოთ და დავნერგოთ   ქართული პოლიტიკისთვის  უჩვეულო სიახლე, ახალი სტანდარტი და წესი -  სიტყვის და დაპირების შესრულება. ახალ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება  ქვეყნის სიღატაკიდან გამოსვლის საფუძველი და ქვეყნის ახალი შესაძლებლობა", - აცხადებს ჯაფარიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები