საზოგადოება
საქართველოში აღარ უნდა გვყავდეს პოლიტიკური ნიშნით და გაყალბებული მტკიცებულებებით დაპატიმრებული ადამიანები
2020-07-31 17:35:33
“ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე გიორგი რურუას პოლიტპატიმრობაზე საუბრობს, რაც 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია. ბადრი ჯაფარიძე სენატორ რიშის გზავნილსაც ეხმაურება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი მეგობრები ამერიკიდან და ევროპიდან ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ გიორგი რურუას სასამართლო პროცესი პოლიტიკური ნიშნითაა წარმოებული. ეს არის 8 მარტის შეთანხმების დარღვევა. „ქართულ ოცნებას“ უნდა გამოეყენებინა ეს თემა იმის დემონსტრირებისთვის, რომ ისინი იცავენ 8 მარტის შეთანხმებას, თუმცა მათ კიდევ ერთხელ გამოიჩინეს სისუსტე და სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა გიორგი რურუას,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ლელოს“ გენერალური მდივნის თქმით, ეს არის დემონსტრირება, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ის ძალა, შეძლოს, ამაღლდეს საკუთარ შიშებზე.
„ქართულ ოცნებას“ არ აქვს ის ძალა, რომ ბოლომდე შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. ამიტომ მოწოდებები, რომელიც გვესმის სენატორ რიშისგან, გვესმის ანდრიუს კუბილიუსისგან, ემსახურება იმას, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას და ჩვენ არასდროს აღარ ვნახოთ საქართველოში გაყალბებული მტკიცებულებებით და პოლიტიკური ნიშნით დევნილი და დაპატიმრებული ადამიანები,“-აცხადებს ჯაფარიძე.
კომენტარები