მსოფლიო
კუბილიუსი რურუას პატიმრობაზე: საქართველოში სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება
2020-07-31 10:20:51
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერში“ გიორგი რურუას შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მთავარი არხის მეწილეს 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც კუბილიუსი წერს, საქართველოში სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება. ევროპარლამენტარს აინტერესებს შეასრულებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი 8 მარტის შეთანხმებას.
„მაიკ პომპეოს გაფრთხილების მიუხედავად სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება. ერთ-ერთი ოპოზიციური არხის მეწილეს გიორგი რურუას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადადგამს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ნაბიჯს და დაიცავს თუ არა 8 მარტის შეთანხმებას?“, - წერს ანდრიუს კუუბილიუსი.
კომენტარები