1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აქცია "ოცნების" ოფისთან - სამოქალაქო აქტივისტები რურუასთვის პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ

აქცია "ოცნების" ოფისთან - სამოქალაქო აქტივისტები გიორგი რურუასთვის პატიმრობის მისჯა და 8 მარტის შეთანხმების დარღვევას აპროტესტებენ.
აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად იმყოფებიან გიორგი რურუას მეგობრებიც.

აქციის მონაწილეების თქმით, გიორგი რურუასთავის პატიმრობის მისჯა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსალოდნელ რეპრესიებზე მიუთითებს.

"ვაპროტესტებთ პოლიტიზირებულ სასამართლოს. გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები. არ შეასრულა გიორგი რურუას პატიმრობით რვა მარტის შეთანხმება და ფაქტობრივად, გვითხრა რომ წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების დღე ჩაივლის რეპრესიების, დაშინებისა და ძალადობის ფონზე რაც პირდაპირ არჩევნების დელეგიტიმაციის საკითხს დააყენებს", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა ფარულავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები