0 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მერაბიშვილი: "მეცოდებიან დღევანდელი მთავრობის მინისტრები, არცერთ მათგანს არ გააჩნია ინიციატივა, რადგან იციან, რომ ეს უკანასკნელი დასჯადია მათთან"

„ჩვენთან იყო 80,000 პოლიციელი და ჩვენ ეს რიცხვი ჩამოვიყვანეთ 20.000 მდე”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უკრაინელ ბლოგერთან სერგეი კორნაკოვთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენთან იყო 80 ათასი  პოლიციელი და ჩვენ ეს რიცხვი ჩამოვიყვანეთ 20 ათასამდე.

იცი რაში გაგვიმართლა?  მთავრობაში მოვედით ვარდების რევოლუციის შემდეგ,  შესაბამისად, რეიტინგი გვქონდა ძალიან მაღალი. ისიც კარგად ვიცოდით, რომ ეს რეიტინგი დიდი ხანი არ შეგვინარჩუნდებოდა, რადგან ასე ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

მინდა გითხრათ, რომ  ის 60 ათასი ადამიანი, რომელიც ჩვენ მაშინ სამსახურიდან გავუშვით, ახლა არიან ივანიშვილის გუნდში და პარტიაში „ქართული ოცნება“.

მიუხედავად ამისა, არაფერს შევცვლიდი, მე მეცოდებიან დღევანდელი მთავრობის მინისტრები, არცერთ მათგანს არ გააჩნია არც შესაძლებლობა და არც ინიციატივა, რადგან იციან, რომ ეს უკანასკნელი დასჯადია მათთან. არავის სურს რეფორმების გატარება, რადგან გუნდი არ დაეხმარება მათ.

ვამაყობ, რომ ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ყოველთვის ასოცირდება ჩვენს მთავრობასთან.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები