მსოფლიო
სერგეი კორნაკოვი მერაბიშვილს: "თქვენამდე, საქართველოში პოლიციას “ძაღლებს“ ეძახდნენ.. დღეს, არავის მოუბრუნდება ენა, რომ პოლიციას სხვანაირად მიმართოს"
2020-07-30 13:27:40
უკრაინელმა ინტერნეტ ბლოგერმა სერგეი კორნაკოვმა საქართველოს ყოფილ შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
ბლოგერი საუბრისას არაერთხელ დაინტერესდა იმ რეფორმებზე, რომელიც მერაბიშვილმა შს სამინისტროში განახორციელა.
სერგეი კორნაკოვი:"თქვენ განახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები პოლიციაში, ის იმდენად ძლიერი იყო, რომ არ ჩამოიშალა 7-8 წლის განმავლობაში.
მე მახსოვს, საქართველოში პოლიციას “ძაღლებს“ ეძახდნენ, ჩვენთან “ნაგვებს“.. დღეს, არავის მოუბრუნდება ენა, რომ პოლიციას სხვანაირად მიმართოს. ვნახულობ „იუთუბზე“ რუსი ტურისტების მიერ დადებულ ვიდეოებს, ისინი აღფრთოვანებით საუბრობენ ქართულ პოლიციაზე.."
ვანო მერაბიშვილი:"აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ რეფორმა არ ტარდება ერთი ადამიანის მიერ. ყველამ ერთად განვახორციელეთ ეს.. პრეზიდენტი სააკაშვილი და ჩვენ ყველა, ვინც ვიყავით მთავრობაში, ვთვლიდით, რომ მთავარი იყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ..
არ გვქონდა არანაირი გეგმა რეფორმისთვის.. თავდაპირველად, მართალი გითხრათ, მეც არ მჯეროდა ამისი, რადგან საქართველო იყო ძალიან კორუმპირებული ქვეყნა..მაგრამ მოხდა ისე, რომ როდესაც დავიწყეთ ამის კეთება, მივხვდით, რამდენიმე ადამიანის შეცვლით, არაფერი შეიცვლებოდა. წარმოიდგინეთ, ძველი მილიციის 50 % რომ დაგვეტოვებინა სამსახურში, ერთ თვეში, ყველა მათნაირი გახდებოდა, ამიტომაც დავიწყეთ ნულიდან“
კომენტარები