1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

როცა გამოაცხადეს დაიკარგაო, მეორე დღეს შევნიშნეთ - ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში

ახალი დეტალები თამარ ბაჩალიაშვილისგარდაცვალების საქმეში - მაწევანში მცხოვრები ეკატერინე ელბაქიძე აცხადებს, რომ გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომობილით სოფელში დაინახა.

მისი თქმით, ამის შემდეგ პოლიციას მიმართეს და სამძებრო სამუშაოებიც ჩატარდა, თუმცა ავტომობილი იმ ადგილზე არ იყო, სადაც 22 ივლისს იპოვეს.

„როდესაც გამოაცხადეს დაიკარგაო, მეორე დღეს შევნიშნეთ, რომ მანქანით გამოიარა ამ გზით. ამის მერე სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს და იმ ადგილას სადაც გარდაცვლილი იპოვეს არ იყო, მერე შენიშნეს. ამის შემდეგ ვუთხარით უფროსებს და პოლიციასაც მივმართეთ. შემდეგ სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს, რამდენჯერმე იყვნენ მოსულები და იმ ადგილას, სადაც იპოვეს გარდაცვლილი, არ იყო იქ თავიდან არაფერი. ზუსტად იმ ადგილზე იყვნენ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ეძებდნენ და არაფერი შეუნიშნავთ. ბოლოს იპოვეს იქ, გარდაცვლილი. როდესაც გამოაცხადეს რომ დაიკარგა, იმ დღეს გარდაცვლილი არ იყო, ეს ზუსტად ვიცი“, - აცხადებს ეკატერინე ელბაქიძე.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა, რომ ეკატერინე ელბაქიძის შესახებ პირველად გაიგო. მისი თქმით, ელბაქიძის ჩვენებაში საქმეში არ დევს.

„პირველად გავიგე ამის შესახებ. არანაირი ამდაგვარი ინფორმაცია არ გამაჩნია. არც საქმეში არ დევს. ალბათ ამის თაობაზე გამოძიება დაინტერესდება და მოისმენს ამ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას“, - განაცხადა რამიშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...