1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“წაიკითხეთ და გაიგეთ რა გაკეთდა იმ “სისხლიან” ცხრა წელში – თუ ეს ქვეყნის ნგრევაა, მაშინ შენებას რას ეძახით?”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი ოჩიგავა, წერს:

“წაიკითხეთ ბოლომდე და გაიგეთ რა გაკეთდა იმ სისხლიან ცხრა წელში თქვენ რო ეძახით : 

შუქი მოვიდა, 

გაზი მოვიდა, 

დოლარი 1.65. ღირდა, 

პენსია გაიზარდა 14 ლარიდან 150 ლარამდე, 

მანქანებს არ ვკეტავდით, 

მანქანის სარკეებს არ გვპარავდნენ, 

შვილებს ეზოში სათამაშოდ მშვიდად ვუშვებდით, 

შეიქმნა ჯარი და პოლიცია, 

გადაშენდა ქურდული მენტალიტეტი, 

აშენდა იუსტიციის სახლები, 

საყდრისს, რომელიც ხიხომ ააფეთქა, მიენიჭა ძეგლის სტატუსი, 

აშენდა ახალი საავადმყოფოები, სკოლები; 

ერთიანი, სამართლიანი, ეროვნული გამოცდები; 

სახელმწიფო უცხოეთში აგზავნიდა ახალგაზრდებს განათლების მისაღებად; 

აშენდა გზები, ავტობანები, ქალაქები და ინფრასტრუქტურა, ახალი ბათუმი, სიღნაღი, მესტია, ანაკლია, ყვარელი ახალი კურორტები ზემო აჭარაში, იმერეთში, კახეთში, სვანეთში….

კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაში კი არა – ციხეში იყო; 

ამნისტირებული მანიაკები არ იტაცებდნენ და არ კლავდნენ 8 წლის ბავშვებს, არ აყაჩაღებდნენ ბანკებს…. 

თქვენ რომ უსამართლობა გაწუხებდეთ – რაფალიანცზე, თათუხაშვილზე, კიწმარიშვილზეც ამოიღებდით ხმას და სარალიძის და მაჩალიკაშვილის აქციაზე ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იქნებოდა…. ვინ … 

1. ქვეყნის ბიუჯეტი 600 მლნ ლარიდან 8 მილიარდ ლარამდე გაზარდა; 

2. აღმოფხვრა კორუფცია; 

3. შექმნა თანამედროვე პოლიცია; 

4. დააწესა უფასო სასწრაფო დახმარება; 

5. დააწესა ეროვნული გამოცდები; 

6. პენსია 14 ლარიდან გაზარდა 150 ლარამდე; 

6. შემოიღო უმწეოთათვის სოციალური დახმარება; 

7. დედა უტირა ქურდულ სამყაროს; 

8. აღმოფხვრა ისეთი მასობრივი დანაშაული როგორიც მობილურების ქურდობა იყო; 

9. პრაქტიკულად აღმოფხვრა მანქანების ქურდობა; 

10. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 35 მილიონიდან 1,5 მილიარდამდე გაზარდა; 

11. ააშენა მთლიანად განადგურებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა; 

12. ჯარისკაცის კვება დღეში 2,5 ლარიდან 15 ლარამდე გაზარდა; 

13. შექმნა ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა; მის დროს საქართველომ პირველად დაამზადა საკუთარი ზალპური ცეცხლის სისტემები და სხვ. ტექნიკა; 

14. შემოიღო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა; 

15. 1-ლი კლასის მოსწავლეებს უფასოდ დაურიგა კომპიუტერები;

16. ხელი შეუწყო ქართული კომპიუტერების გამოშვებას [ქოცებმა გაანადგურეს ეს წარმოება]; 

17. წარჩინებულ მოწაფეებს დაუნიშნა პრეზიდენტის სტიპენდია და დაუფინანსა საზღვარგარეთ სწავლა; 

18. შეაკეთა უამრავი ისტორიული ძეგლი; 

19. ლამის ააშენა ბათუმი, სიღნაღი, ახალციხე;

20. დაარსა ახალი კურორტები კახეთში, სვანეთში, აჭარაში; 21. გაიყვანა ახალი გზები და ავტობანები; 

22. შეამცირა სიკვდილიანობა და 

23 გაზარდა შობადობა; 

24.ქვეყანაში დააბრუნა უამრავი სპეციალისტი; 

25. შეამცირა ქვეყნიდან წამსვლელთა რაოდენობა; 

26. განამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და საგარეო პოზიციები; 

27.აამაღლა ქვეყნის ავტორიტეტი მსოფლიოში; 

28. საფუძველი ჩაუყარა ევროინტეგრაციისა და ევროპაში უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებებს; 

29. პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში საფუძველი დაუდო ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილებას; 

ამ ”უცნობი” გმირის დამსახურებების ჩამოთვლა კიდევ ბევრის შეიძლებოდა, მაგრამ ეს ისაა, რაც ზერელედ გამახსენდა. 

მოკლედ, იმ კაცმა, ვისი სახელიც უნდა გამოიცნოთ, ქართველ ერს დაუბრუნა საკუთარი ქვეყნის რწმენა და ეროვნული სიამაყის გრძნობა. 

ჰო და ვისაც სკლეროზი არ დამართნია [ასეთები კი, ვხედავ, საკმარისადაა], თქვას მისი სახელი და თუ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის ნგრევა ჰგონია, მაშინ შენებას რას ეძახით”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...