1 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“იქნებ ჯობდა, გარდაცვლილი მაინც მენახა… ამ გარდაცვლილი ახალგაზრდების დედების ხანდახან მშურს“ – დაკარგული ბიჭის დედა

ქობულეთის მკვიდრი მანანა დოლიძე, რომლის 18 წლის შვილიც თითქმის 3 წლის წინ უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა მომხდარამდე განვითარებულ ამბებს ექსკლუზიურად „პრაიმტაიმთან“ იხსენებს. დაკარგულის დედა ამბობს, რომ ბოლოს მისი შვილის კვალი კამერებმა მაღაზიიდან გამოსვლის დროს დააფიქსირეს, რომელიც კლინიკის მიმართულებით წავიდა, ამის შემდეგ კი მისი კვალი გაქრა.

„როდესაც ტელევიზიებში მისი ფოტო გავრცელდა და ხალხს ვთხოვეთ დახმარება, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა და გვითხრა, რომ გოგიმ მასთან ერთად იმგზავრა ბათუმამდე. ზუსტად აღწერა, რა ეცვა, როგორ გამოიყურებოდა და როგორი ტელეფონი ჰქონდა, ისიც კი გვითხრა. ბათუმში არც ერთი კამერა არ აფიქსირებს ჩემს შვილს. უფრო მგონია, რომ რაღაცას გაარიდა თავი და წავიდა. მჯერა, რომ ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდება.

ამ ბოლო დროს ამდენი ადამიანი დაიკარგა და მერე გარდაცვლილები იპოვეს. მაპატიოს ღმერთმა, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, იქნებ ეგ ჯობია, ჩემს მდგომარეობას. იქნებ ჯობდა, გარდაცვლილი მაინც მენახა და მეცოდინებოდა, სადაცაა, რომ არ სცივა და არ შია… ეს დიდი სატანჯველი და განსაცდელია… ამ გარდაცვლილი ახალგაზრდების დედების მშურს ხანდახან“, – ამბობს დაკარგულის დედა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები