1 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დარწმუნებული ვარ, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა რამდენიმე კვირით ადრე, გვქონდა პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები" - დაკარგული ბავშვის მამა

დარწმუნებული ვარ, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა რამდენიმე კვირით ადრე, გვქონდა პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები - ამის შესახებ, სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის მამამ დავით ფილფანმა "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა. ის ვარაუდობს, რომ მოზარდი, შესაძლოა, ზღვაზეც იყოს და თბილისშიც.

"დარწმუნებული ვარ, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა რამდენიმე კვირით ადრე. აგროვებდა ფულს და იყო ისეთი დეტალები, რაც ამას მაფიქრებინებს. ჩვენ ზამთარში ჩამოვედით და პანდემიის გამო მოგვიწია აქ დარჩენა. გარდატეხის ასაკი აქვს, არ ჰყავს აქ მეგობრები, ვერ საუბრობს ქართულად და არ ჰყოფნიდა ზრუნვა. გვქონდა პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები. წინა დღეს, სანამ გავიდოდა  სახლიდან, რაღაცაზე ვიკამათეთ. უკვე ამ დროს, ვფიქრობ, გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა. 18-ში, როგორც კი სახლიდან გავიდა, მაშინვე მოვიკითხე და რომ გავიგე, სახლიდან გავიდა, მაშინვე გავყევი,  თუმცა ვერ მივაგენი ვერსად",-ამბობს დავით ფილფანი "ფორმულასთან" საუბარში.

მისი თქმით, ის იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ველოსიპედის კვალი ნახა, თუმცა მეორე დღეს როდესაც იმ ადგილზე იმყოფებოდა მეორე კვალი გაჩნდა.

"ვიყავი ერთ ადგილზე სადაც ველოსიპედის კვალი ვნახე. ხიდზე გადასული იყო როგორც ჩანს და ტყისკენ წავიდა. ვერ ვიპოვე იქ. მერე ჩამოვედი და სხვაგან გავაგრძელე ძებნა. როცა მეზობლებიც ჩაერთნენ, ისევ იმ ადგილზე ავედით, სადაც კვალი ვნახეთ და აქ უკვე მეორე კვალიც გაჩნდა. როგორც ჩანს უკან გამობრუნდა. მერე უკვე პოლიცია ჩაერთო. ვფიქრობთ, რომ ყველგან შეიძლება იყოს  - ზღვაზეც, აქაც, თბილისშიც.  ვეძებთ და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით. უბრალოდ მინდა ვთქვა ერთი რამ - პოლიცია აქტიურად მუშაობს, მაგრამ ნუ მომაცდენენ ხშირად და ნუ მიძახებენ გამოკითხვაზე დღეში რამდენჯერ. ჩემთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია და მირჩევნია ჩემი შვილის ძებნით ვიყო დაკავებული", - ამბობს ილია ფილფანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები