1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ არის გალინა კარმუშინა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთო

 გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ექ­სპერ­ტი­ზა­ში, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად, ოჯა­ხის მოწ­ვე­ვით, და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტად გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნა ჩა­ერ­თო, რო­მე­ლიც "ემ­პა­თი­ას" წარ­მო­ად­გენს. შე­გახ­სე­ნებთ, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი იყო. ის 22 ივ­ლისს, თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ტყეს­თან, სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

 ცნო­ბი­ლია ისიც, რომ გო­გო­ნას ოჯა­ხი გა­მო­ძი­ე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს, ამი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტეს საქ­მე­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის ჩარ­თვა. თუმ­ცა ამ საქ­მე­ში გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნას გა­მო­ჩე­ნამ კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა. ამ ქალ­ბა­ტო­ნის სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­ცე­მულ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია. იგი "მთა­ვა­რი არ­ხი­სა" და "ფორ­მუ­ლას" მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟე­ტებ­ში გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­კუ­თარ ვერ­სი­ა­ზე ლა­პა­რა­კობ­და და აცხა­დებ­და, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სხე­უ­ლი წყალ­ში 4 დღე არ იყო. "მე ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბის და ფო­ტო­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­დაჭ­რით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ის 48 სა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბი დრო­ის გარ­დაც­ვლი­ლია, რად­გან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია გვა­მუ­რი გა­შე­შე­ბე­ბი ცხე­დარს ჰქონ­დეს 84 სა­ა­თის მან­ძილ­ზე", - გა­ნუ­ცხა­და კარ­მუ­ში­ნამ ტე­ლე­ვი­ზი­ებს.

 თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნა, რო­გორც ექ­სპერ­ტი, ისე მო­ნა­წი­ლე­ობს და ისიც ცნო­ბი­ლია, რომ მისი პრო­ფე­სი­უ­ლი სერ­თი­ფი­კა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი არ არის. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნას პი­რად გვერ­დზე ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­წე­რა­ში უწე­რია, რომ ის არის გიდი, პრო­ფე­სო­რი, ექი­მი, მოგ­ზა­უ­რი, რომ ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ატა­რებს ექ­სკურ­სი­ებს. (წყა­რო) "ემ­პა­თი­ას" ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნის თქმით, დღეს მი­მარ­თა­ვენ ისი­ნი სერ­თი­ფი­კა­ტის აღი­ა­რე­ბის მო­თხოვ­ნით, აღი­ა­რებს თუ არა მის სერ­თი­ფი­კატს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ეს მალე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ვცა­დეთ მას­თან და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა ჩვენს ზა­რებს არ პა­სუ­ხობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები