მსოფლიო
"მოვითხოვე, რომ მოხდეს მამამისის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა და კვალიფიკაციის შეცვლა"
2020-07-24 00:16:45
ადვოკატის თქმით, ის ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს თამარ ბაჩალიაშვილის მამის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. ასევე საქმეზე შეიცვალოს კვალიფიკაცია.
"საქმე ჯერ ისევ 143-ე მუხლით არის აღძრული (თავისუფლების უკანონო აღკვეთის) , ძალიან გასაკვირია. სასწრაფოდ მოვითხოვე, რომ უფლებამონაცვლედ ცნობილი იყოს მამამისი. მოვითხოვე ხვალვე გამაცნონ ყველა ის მასალა, რაც საქმეშია. სხვადასხვა მასალას ელოდებიან სხვადასხვა მხარებიდან, დაკითხვები მიმდინარეობს და დაუყოვნებლივ მოვითხოვე, რომ ხვალ მოხდეს მამამისის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, კვალიფიკაციის შეცვლა და ხვალვე მოხდეს საქმის მასალის გაცნობა",-განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ხვალვე მოხდება საქმის მასალების აკინძვა. ადვოკატის განცხადებით, საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია სულ მცირე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მაინც უნდა შეიცვალოს.
"ჩემთვის უკვე ძალიან საეჭვოა, რადგან, მოგეხსენებათ, შაქარაშვილის საქმეზე ბიძამისს ჰქონდა საშუალება მეორე დღესვე ჩართულიყო და შემხებლობა ჰქონოდა და ინტენსიური ურთიერთობა მაღალ თანამდებობის პირებთან და ვნახავ, ხვალ რისი საშუალება მექნება", - განაცხადა ადვოკატმა.
კომენტარები