1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სა­ეჭ­ვოა, რომ მის "შემ­თხვე­ვას" პრო­ფე­სი­ას­თან ჰქონ­დეს სა­ერ­თო" - რას წერს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კურსელი სოციალურ ქსელში?

23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კურ­სე­ლი ვახ­ტანგ ნო­და­ძე გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ ვერ­სი­ას აქ­ვეყ­ნებს:


"ვფიქ­რობ, მინ­და რა­ღაც დავ­წე­რო, თან არ მინ­და. ალ­ბათ მა­ინც დავ­წერ. მინ­და თა­მუ­ნას შე­სა­ხებ ჩე­მე­უ­ლი ვერ­სია გა­გაც­ნოთ. პირ­ველ კურ­სზე რომ მო­ვი­და, ცო­ტა­ო­დენ რა­მე­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვა­ში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან წყნა­რი, საყ­ვა­რე­ლი და მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მონ­დო­მე­ბუ­ლიც. მა­შინ მი­თხრა, რომ ქარ­თულ-ფრან­გულ ფა­კულ­ტეტ­ზე აპი­რებ­და გა­დას­ვლას მე­ო­რე სე­მესტრი­დან და რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მქონ­და, ამა­ზეც მი­ვა­წო­დე.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეა დღეს რომ იხ­ვე­ვენ, საფ­რან­გეთ­ში სწვა­ლობ­დაო. არა, ეგ სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. უფრო სწო­რად სრუ­ლი სი­მარ­თლე არაა. ვინც მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე აგ­რძე­ლებს (აგ­რძე­ლებ­და, მგო­ნი ახლა გა­უქ­მდა), შე­საძ­ლოა 1-2 სე­მესტრი საფ­რან­გეთ­ში მო­უ­წი­ოს სწავ­ლა, თუმ­ცა მეტი არა­ფე­რი. ამ 1-2 სე­მესტრსაც სტუ­დენ­ტე­ბი ზო­გა­დად (არა სრუ­ლად და თა­მუ­ნას შემ­თხვე­ვა არ ვიცი) უფრო გა­სარ­თო­ბად იყე­ნე­ბენ ხოლ­მე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უცხო­ეთ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა ამ ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. პირ­ვე­ლი სე­მესტრის შემ­დეგ ზოგ­ჯერ მხვდე­ბო­და ხოლ­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და შარ­შან პა­ტა­რა, მოკლეხ­ნი­ან პრო­ექ­ტზე მოგ­ვი­წია ერ­თად მუ­შა­ო­ბა. მა­შინ ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და ამ პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბა.


ამას არ ვწერ მის და­საკ­ნი­ნებ­ლად. და­წე­რის მი­ზანს ბო­ლოს ვი­ტყვი. ზუს­ტად 1 წლის წინ თა­მუ­ნა იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, დამ­წყე­ბი დე­ვე­ლო­პე­რი, იმ ეტაპ­ზე, აი ყვე­ლა­ნი სა­ხეს რომ ვი­ხევთ კა­რი­ე­რა ავი­წყოთ. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა, რომ მის "შემ­თხვე­ვას" პრო­ფე­სი­ას­თან ჰქონ­დეს სა­ერ­თო. მა­სა­ში გავ­რცე­ლე­ბულ სა­პი­რის­პი­რო აზრს კი ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მებს ვაბ­რა­ლებ, სა­დაც პროგ­რა­მის­ტი რა­ღაც სხვა გან­ზო­მი­ლე­ბის არ­სე­ბად არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი, სუ­პერ ულტრა სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რებ­ლე­ბი, პენ­ტა­გონს რომ ტე­ხა­ვენ კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე სწრა­ფად კა­კუ­ნით.

ვფიქ­რობ პრობ­ლე­მაა არას­წორ ეჭვზე გა­ყო­ლა, დრო­ის ხარ­ჯვაა და დამ­ნა­შა­ვი­სა და რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის გა­მო­უშ­კა­რა­ვებ­ლო­ბას უწყობს ხელს. არის თუ არა შან­სი მე ვცდე­ბო­დე? კი, რა თქმა უნდა. შე­იძ­ლე­ბა თა­მუ­ნა ბოლო ერთ წე­ლი­წად­ში რამე სენ­სი­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ე­ჩე­ხა? კი. ეგ უფრო სა­ვა­რა­უ­დოა, ვიდ­რე ის რომ პრობ­ლე­მა სხვა რა­მე­შია? არა. ამი­ტომ ვფიქ­რობ სა­დაც მე­ტია შან­სია, იქ უნდა ვე­ძი­ოთ პრობ­ლე­მა.

ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია გუ­შინ ქუ­ჩის გა­და­კეტ­ვა საპ­რო­ტეს­ტოდ და დღეს, 5 დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ "უეც­რად" პოვ­ნა, რაც მე პი­რა­დად მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ აქამ­დე დი­დად ტრ*** არ ან­ძრევ­დნენ ან კი­დევ უა­რე­სი, მა­ლავ­დნენ, რო­გორც შე­ეძ­ლოთ.

მოკ­ლედ არ ვიცი. და­ზუს­ტე­ბით არც ახლა და მე­ეჭ­ვე­ბა, დღე­ვან­დე­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ხელ­ში, ოდეს­მე გა­ვი­გო რამე. თუმ­ცა ვფიქ­რობ, უფრო კარ­გი იყო და­მე­წე­რა ეს ყვე­ლა­ფე­რი ვიდ­რე არა", - წერს ვახ­ტანგ ნო­და­ძე. (წყარო)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები