1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მისმინე, თუ ვერ იპოვიან, მშობლები პოლიციაში აპირებენ მისვლას. მითხარი, სად დატოვეთ, რომ მოვძებნოთ. ერთი ვაბშე უდანაშაულო, გარეთაც არ გამოსულა, ეგ დაიკარგა"- ანა გაბეჩავას მიმოწერა საქმის ორ ბრალდებულთან

იორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ახალი ტომიდან ირკვევა, რომ წვეულების ორგანიზატორი და იუბილარი, ანა გაბეჩავა, 19 ივნისის დილით ორ ბრალდებულს წერდა - არასრულწლოვან ლ.შ.-ს და თენგო ბარბაქაძეს.

 

არასრულწლოვანი ლ.შ. წვეულებიდან ფეხით წამოვიდა, ხოლო თენგო ბარბაქაძე ავტომობილით. ორივე მათგანი არაგვის ხიდთან პირველ დაპირისპირებაში ფიგურირებს  „მერსედესის“ ეპიზოდში.

თენგო ბარბაქაძესთან მიმოწერიდან ირკვევა, რომ გაბეჩავა მოითხოვს, მეგობარმა დაუსახელოს ადგილი, სადაც დატოვეს გიორგი შაქარაშვილი. ის ეუბნება ბარბაქაძეს, რომ მშობლებიც ეძებენ დაკარგულ შაქარაშვილს და მალე პოლიციას ჩართავენ.

„ანი გაბეჩავა: მომწერე რა უქენით ბავშვებს, ბიჭო, ნუ გამაგიჟეთ, ყველა ეძებს ბავშვს, სად დატოვეთ, თქვენ ნორმალურები ხართ? ეგ ბავშვი ცოცხალი იპოვონ და თქვენ თუ რომელიმეს ხმა გაგცეთ ცხოვრებაში, ნახავთ. დაურეკე სასწრაფოდ ბიჭებს და მითხრან სად სცემეთ, სად დატოვეთ?

თენგო ბარბაქაძე: არ ვიცი, აზრზე არ ვარ.

ანი გაბეჩავა: გაიგე, თენგო.

თენგო ბარბაქაძე: ჩვენ თბილისსში წავედით.

ანი გაბეჩავა: ნერვებს ნუ მიშლი, ვიცი, რომ გიგას მანქანით იყავით და ცემეთ ის ბავშვები, იმ სახლიდან თავი რომ არ გამოუყვიათ"

ანა გაბეჩავა უკავშირდება არასრულწლოვან ლ.შ.-საც და სთხოვს უთხრას, სად დატოვეს გიორგი შაქარაშვილი.

„ანა გაბეჩავა: ბავშვი არის დაკარგული

ლ.შ. : ოთხ კაცს თავი გვაქვს გატეხილი. 

ანა გაბეჩავა: ვერ პოულობენ. მისმინე, თუ ვერ იპოვიან, მშობლები პოლიციაში აპირებენ მისვლას. მითხარი, სად დატოვეთ, რომ მოვძებნოთ. გიგას მანქანით შენც იყავი?

ლ.შ. : ჩვენ რა ვიცით?

ანა გაბეჩავა: ბავშვები რომ სცემეთ რკინის ჯოხებით, იმ მანქანაში იყავი?

ლ.შ. : მანდ რა მინდოდა, გოგო. თბილისამდე 15 კაცი მომსდევდა

​ანა გაბეჩავა: მისმინე. არ მომატყუო, შენც იჯექი მანქანაში? ხუთი ბავშვი დაიჭირეს, ორი გამოიქცა, ერთი საავადმყოფოში წევს, ძაან უცემიათ. გიგას მანქანით იყვნენ და ერთი ვაბშე უდანაშაულო, გარეთაც არ გამოსულა, ეგ დაიკარგა. ვერ ვპოულობთ. მშობლებმაც გაიგეს და თუ ვერ იპოვიან, ახლა საგურამოში მიდიან. პოლიცია ჩაერევა, არ გეცოდებით საერთოდ?

ლ.შ. : აზრზე არ ვარ საერთოდ ვინაა დაკარგული, ვინაა, რატომ დაიკარგა

ანა გაბეჩავა: ის ბიჭები ვინ მოიყვანა? ჩქარეული და ეგენი?

ლ.შ. : რეებს მეკითხები, აზრზე არ ვარ

ანა გაბეჩავა: გზა ვინ უთხრა, ვინ მოათრია იქ. ეგენი მოვიდნენ და მერე დაიწყეს ჩხუბი".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...