1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გარდაცვლილის ოჯახის წევრებსაც covid19 აქვთ და ისინი რამდენიმე ბაზრობაზე მუშაობდნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის, 72 წლის კაცის ოჯახის წევრებიც ინფიცრებული არიან.

„ამ პაციენტს ჰქონდა თირკმელების მძიმე, ქრონიკული დაავადება. ის იყო დიალიზზე (ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის მოშორება ხელოვნური გზით). მასთან სწრაფად განვითარდა ინფექცია. სამწუხაროდ, ასევე, ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც, თუმცა, მათთან კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ რამდენიმე ბაზრობაზე“

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი მკაცრდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები