საზოგადოება
"ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში" - „ლელო საქართველოსთვის“ ახალ კამპანიას იწყებს.
2020-07-21 13:46:38
21 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და წარადგინა "ლელოს" ახალი კამპანია - "ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში"
საპარლამენტო გუნდის და მაჟორიტარების შერჩევის კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბს მოიცავს. „ლელო“ იწყებს საპარლამენტო გუნდის და მაჟორიტარების შერჩევის საჯარო პროცესს, აღნიშნულ კამპანიაში კი მნიშვნელოვანია ჩართულობა და დემოკრატიული პროცესი.
„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, კამპანიის "ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში" მიზანია ნათელი, პერსპექტიული, პროფესიონალი ადამიანების პოვნა და მათი პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა.
ჩვენი ახალი კამპანიის ფარგლებში ვიწყებთ ჩვენი გუნდის ფორმირებას საზოგადოებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალიან ძლიერი პროფესიონალი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული საპარლამენტო სია და გვყავს ასეთივე გუნდი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობასთან ერთად დავაკომპლექტოთ გუნდი, რომელიც იქნება თითოეული თქვენგანის ხმა პარლამენტში.
ჩვენ ეს კამპანია დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ 30 000 მხარდამჭერისა და პარტიის წევრის შიგნით, მაგრამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამდენად დიდი ინტერესი მოჰყვა კამპანიას და გადავწყვიტეთ, რომ ეს კამპანია გავშალოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ თითოეული თქვენგანის ხმა იქნას გათვალისწინებული.
ეს არის ყველაზე მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც აქამდე ჩატარებულა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ გამოგვრჩეს არცერთი ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს კამპანიაში ჩართვის. ამისათვის გვაქვს შემოთავაზებული სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმები. ჩვენი ვებგვერდი არის ჩვენი ოფიციალური ფეისბუკის გვერდი, ამავე დროს გვექნება საშუალება, რეგიონული ოფისების საშუალებით ფიზიკურად და პირისპირ შეგხვდეთ ყველას,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ ბრიფინგის დროს ის ახალგაზრდები წარადგინა, რომლებიც „ლელოს“ თავიანთი სურვილით შეუერთდნენ და ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებაში „ლელოს“ ცნობადობის ამაღლებისთვის იმუშავებენ.
„ ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან ჩვენი გუნდის წევრები, რომლებიც თავად შემოგვიერთდნენ „ლელოში“, ისინი არიან მოხალისეები, ძირითადად სტუდენტები. სწორედ ეს ადამიანები შეგხვდებიან თქვენ ჩვენს ქალაქსა და რეგიონში და გაგაცნობენ ჩვენს ხედვებს.
ეს ახალგაზრდები სწორედ ის ახალი ძალაა, რომელსაც დიდი სურვილი და მონდომება აქვთ, ქვეყნის განვითარებაში შეიტანონ რადიკალური ცვლილებები უკეთესობისკენ,“- აცხადებს ხაზარაძე.
"ლელო საქართველოსთვის" ამომრჩეველს მოუწოდებს აქტიურობისკენ, რადგან გამარჯვება ჩვენს ხელშია. კამპანიის ფარგლებში გააქტიურდება ვებგვერდი Lelovote.ge
კომენტარები