1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მოსახლეობის ტესტირება დაიწყო

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში დილიდან მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევაა, აქედან 14 სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა.

 „მოსახლეობის მასობრივი ტესტირების პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობს ეპიდემიოლოგთა 6 ჯგუფი, აქედან 3 ჯგუფი ლუგარის ლაბორატორიიდან, ერთი - რუსთავის, ორი - გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფი. დღის განმავლობაში აღებული ნიმუშები საკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება“, - განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები