პოლიტიკა
კაცი, რომელიც ადეიშვილის სადღეგრძელოს მაგიდაზე შემდგარი სვამდა "ოცნების" მაჟორიტარების სიაშია - უგულავა ოდიშარიაზე
2020-07-20 16:17:51
კაცი, რომელიც ადეიშვილის სადღეგრძელოს მაგიდაზე შემდგარი სვამდა "ოცნების" მაჟორიტარების სიაშია - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "ტვ პირველთან" საუბრისას გააკეთა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას.
უგულავამ ასევ ღანიშნა, რომ , „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ოდიშარია ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მაგიდაზე ადიოდა და სადღეგრძელოს ისე სვამდა.
„რაზე გააგდეს ზარდიაშვილი? ბოლო რვა წლის განმავლობაში გინდა დიდი სანაცეთიდან აიღეთ, გინდა დიდი საქოცეთიდან, ერთადერთი კაცი ვიცი, ვინც ადეიშვილის სადღეგრძელოს მაგიდაზე შემდგარი სვამდა. დღეს ეს კაცი იმ 30-ს შორის ერთი იყო - ბექა ოდიშარია. ივანიშვილს ადგილზე სჭირდება ფულიანი მინი-ოლიგარქები, რომელთაც საგადასახადოთი, სუს-ით, პროკურატურით ადვილად დააშანტაჟებ. ამ პრინციპითაა ყველა შერჩეული. ერთადერთი უნდა დააჭირონ, რასაც ივანიშვილი უბრძანებს. ეს ბანდიტების კოჰორტაა“, - განაცხადა უგულავამ.
კომენტარები