1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წავიდნენ ბავშვები, რომ ერთმანეთი წამოეყვანათ, ყველას ეძებდნენ - რას ყვება მოწმე ბარბარე ურიდია

19 წლის ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო უწყებაში, საქმის კიდევ ერთი მოწმე, ბარბარე ურიდია გამოიკითხა.

ურიდია აცხადებს, რომ ის საგამოძიებო უწყებაში მეორედ იმყოფებოდა - პირველ გამოკითხვაზე გადაადგილების დეტალები გამოკითხეს, დღეს კი მისი კუთვნილი სოციალური ქსელები დაათვალიერეს.

„პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ წინაზე როდესაც ვიყავი მოსული, რაღაც გადაადგილების დეტალები იყო გასარკვევი, ვთქვათ, რა დროს რა ადგილას ვიმყოფებოდით და ახლა საჭირო გახდა სოციალური ქსელების დათვალიერება, „ფეისბუკის", „ინსტაგრამის" და შესაბამისად, ამიტომ დამჭირდა ახლა მოსვლა. წინაზე ეტყობა ჯერ არ იყო იმის დრო, რომ სოციალური ქსელები დაეთვალიერებინათ და ახლა გახდა საჭირო. 19 ივნისს ჩვენ ვიყავით ლისზე. დაკარგული იყო თუ არა გიორგი, არ ვიცოდით. სახლში რომ მივედით, მაშინ გავიგეთ, რომ ასეთი რაღაც იყო მომხდარი. ამის შესახებ ვინც იყვნენ ჩემი ახლობლები - დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძე, ვახო ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე, მათგან გავიგე ეს ამბავი. წავიდნენ ბავშვები, რომ ერთმანეთი წამოეყვანათ. რა თქმა უნდა, ყველას ეძებდნენ და არ ჰქონდა მნიშვნელობა, კონკრეტულად ჩვენი მეგობარი იყო თუ არა, მაგრამ ვერ იპოვეს. როგორც ვიცი, გადმოსულებიც იყვნენ მანქანიდან და ისეც ეძებდნენ", - განაცხადა ბარბარე ურიდიამ.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები