მსოფლიო
მოსახლეობის 58%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - Edison Research
2020-07-16 15:23:34
საქართველოს მოსახლეობის 58%-ის აზრით, ქვეყანა ზოგადად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 42% კი ამბობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკიხა საქართველოში მცხოვები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია
კომენტარები