საზოგადოება
საქართველოში ყველაზე მეტად უკრაინასა და აშშ-ს ენდობიან, ნაკლებად - რუსეთს - Edison Research
2020-07-16 15:22:15
საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად უკრაინას, აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს ენდობა, ყველაზე ნაკლებად კი - რუსეთს.
უფრო კონკრეტულად, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, მოსახლეობის 93% ამბობს, რომ ენდობა უკრაინას; აშშ-ს - 92%; დიდ ბრიტანეთს - 90%; ისრაელს - 85%; თურქეთს - 74%; აზერბაიჯანს - 73%; სომხეთს - 68; ირანს - 56.
მხოლოდ 28% ამბობს, რომ ენდობა რუსეთს, 72%-ის აზრი საპირისპიროა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.
კომენტარები