0 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პანდემიის შოკი წლის ბოლომდე გაგრძელდება - გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს დავალება მისცა, გადაამოწმოს ყველა სოციალური ჯგუფი და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეების დასახმარებლად რესურსები მოიზიდოს.

როგორც მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, პანდემიის შოკი და ეკონომიკაზე მისი ზემოქმედება წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„ფინანსთა სამინისტროს დღეს უნდა განვუსაზღვროთ დავალებად, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც ჩვენ სოციალური, მიზნობრივი დახმარება

გავუწიეთ, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ სიას, კიდევ ერთხელ ვნახოთ, მიზნობრიობის თვალსაზრისით რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს სოციალურად კიდევ ერთხელ დავეხმაროთ. მიუხედავად ყველა იმ პოზიტიური ტენდენციისა, კიდევ ერთხელ ვამბობ - შედარებით, რომელსაც დღეს ქართული ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, პანდემიის შოკი გაგრძელდება წლის ბოლომდე, ამ შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე, როგორც მინიმუმ. ამიტომ, ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სოციალური დახმარების პაკეტები, რომლებიც მთავრობამ შეიმუშავა დღეის მდგომარეობით, 721 000-მა მოქალაქემ მიიღო", - განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები