0 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები სომხეთ-თურქეთის საზღვარზე პატრულირებენ - ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები სომხეთ-თურქეთის საზღვარზე პატრულირებენ.

გავრცელებული ცნობით, რუსეთმა გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზიდან სამხედრო-საჰაერო ძალების ტექნიკა ააფრინა.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ რუსეთის ავიაციის პატრულირება თურქეთის ხელისუფლების განცხადებას უკავშირდება, რომელიც აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში უარყოფენ და აცხადებენ, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვარზე პატრულირება არ ხორციელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაცია მხოლოდ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები