მსოფლიო
ივანიშვილისთვის „ოცნების“ ყველა წევრი ვირუსმატარებელია – გოცირიძე
2020-07-15 11:15:19
ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საარჩევნო შტაბის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის არყოფნის მიზეზს პანდემიას უკავშირებს. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ივანიშვილს როგორც ჩანს ჯერ “ვირუსგაუვალი” სკაფანდრი არ აქვს.
“ბიძინა ივანიშვილი მსგავს შეხვედრებს რომ დაესწროს, საჭიროა სამი რამ: ან უნდა გამოიგონონ ვაქცინა ,ან ვირუსგაუვალი სკაფანდრი იყიდოს და ისე მივიდეს და როგორც ჩანს, მას ჯერ ეს სკაფანდრი არ აქვს ან მესამე – უნდა დაძლიოს შიში. უახლოეს პერიოდში არ არსებობს თეორიული შანსი ამ სამიდან რომელიმეს შესრულების. ასე რომ, ჩვენ კვლავ ვიხილავთ ბუნკერიდან საუბრებს “ქართული ოცნების” ოფისთან. ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტსაბჭოს ყველა წევრი არის პოტენციურად ვირუსმატარებელი,”- განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა.
კომენტარები