პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაის მიმართვა სომხეთსა და აზერბაიჯანს- ,,ყველა მხარემ ყველა აუცილებელ ზომას მიმართოს შემდგომი ესკალაციის აღსაკვეთად“
2020-07-14 19:35:33
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"„ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს სომხეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივ საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს, რომელშიც ხდება მძიმე შეიარაღების გამოყენება და რასაც შედეგად ადამიანების დაღუპვა მოსდევს. ჩვენ ვიმეორებთ მინსკის ჯგუფის თავმჯდომარეების მოწოდებებს, რომ ყველა მხარემ ყველა აუცილებელ ზომას მიმართოს შემდგომი ესკალაციის აღსაკვეთად“ , - წერს აპატურაი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
კომენტარები