0 8 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თალაკვაძე: "კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება მობილიზაცია"

კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მობილიზაცია რომ ვითარება უსაფრთხო დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა

„სამწუხაროდ, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება არ უმჯობესდება, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. იმ პრევენციული ღონისძიებების და სისტემური რეაგირებების გამო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, ქვეყანაში ამ კუთხით რჩება სტაბილური ვითარება. შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად არ არის მაღალი, ასევე იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და საბედნიეროდ, ასევე გარდაცვალების მაჩვენებელიც ბოლო პერიოდში არ გაზრდილა. მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა ექიმს, ექთანს, მოკავშირე სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ქვეყანაში არ მოხდეს COVID-19-ის ფართოდ გავრცელება. როგორც ჩანს, ამ კუთხით ჩვენ მომავალშიც დაგვჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, მობილიზაცია და ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და სხვა სამსახურებს დასჭირდებათ კვლავ ძალისხმევის შენარჩუნება, რომ ვითარება ქვეყანაში დარჩეს უსაფრთხო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები