1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გიორგის ყელზე ეკიდა ძეწკვი ჯვრით" - რა ნივთები ამოიღო გამოძიებამ ტრაგედიის ადგილიდან?

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზად დადგენილია ასფიქსია წყალში დახრჩობით. "იმავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა

მსუბუქი ხარისხის ნიშნებს", - აღნიშნულია სპეციალურ განცხადებაში. 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 25 ივნისს მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ნაპირის დათვალიერების შედეგად ნაპოვნია შავი წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები. ამოღებული ნივთები ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

საქმეში ფიგურირებს შავი ფერის პატარა სპორტული ჩანთაც, რომელიც შაქარაშვილს გარდაცვალებამდე გადაღებულ კადრებში მხარზე აქვს გადაკიდებული. ამ ჩანთასთან დაკავშირებით კითხვები კვლავ არსებობს. ცნობილია, რომ ის სვეტზე შემოდებული მაშინ ნახეს, როცა პოლიციელები "ოქროს მოწმესთან", გურამ ამირხანაშვილთან ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებდნენ და ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ აღმოჩნდა ის ხიდის საყრდენ სვეტზე.

გიორგი შაქარაშვილის ცხედრის აღმოჩენისა და დათვალიერების ოქმში დეტალურად არის აღწერილი, რა ეცვა გარდაცვლილს და რა მდგომარეობაში იპოვეს მაშველებმა ცხედარი - მას ეცვა შავი შორტი, ორნამენტებიანი პერანგი, ყელზე ეკიდა ძეწკვი ჯვრით.

კვირის პალიტრა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები