მსოფლიო
“ლელო საქართველოსთვის” კომუნიკაციების მარეგულირებელო კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ
2020-07-10 17:01:59
“მედიამაუწყებლებისთვის პრობლემა, პირველ რიგში, გამოიხატება იმაში, რომ მათ არ ისურვეს კრიზისში მყოფი მედიასაშუალებებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება და პირიქით, მათ ანგარიშები დაუყადაღეს.”
“8 წლის თავზე ეს ხელისუფლება გადაიქცა იმ მთავარი ფასეულობების მტრად, რომელთა დასაცავადაც ქართველმა ხალხმა მას მხარი დაუჭირა”- ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი საბა ბუაძე აცხადებს და მმართველი გუნდის მიერ მედიის შეზღუდვის საკითხზე საუბრობს.
“ თუ 7 ნოემბერს ხელისუფლება სპეცრაზმით ვარდებოდა ტელევიზიებში, ახლა უკვე ჩვენი ხელით უნდათ, გაგვაღებინონ კარი ცენზორისთვის. "ქართული ოცნება" აუცილებლად დამარცხდება შინაგანი თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან დღეს ჩვენს საზოგადოებას უნდა ხელისფულებისგან დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრის მოსმენა.
მედიის მიმართ ამ ხელისუფლების მტრული დამოკიდებულება არ გამოიხატება მხოლოდ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინიცირებულ კანონპროექტში - მედიამაუწყებლებისთვის პრობლემა, პირველ რიგში, გამოიხატება იმაში, რომ მათ არ ისურვეს კრიზისში მყოფი მედიასაშუალებებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება და ანგარიშები დაუყადაღეს არაერთ მაუწყებელს. ამას მოყვა საეჭვო კანონპროექტების ინიცირება, რომლებიც მედიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შეზღუდვას ისახავს მიზნად,” - განაცხადა საბა ბუაძემ.
“ლელოს” ლიდერმა აღნიშნულ საკითხზე დეპუტატებს მიმართა.
“ მინდა, ყველა დეპუტატს მივმართო - ამ კანონპროექტის მხარდაჭერა ნიშნავს ჩვენი დემოკრატიის საფუძველიდან აგურების ამოცლას და მის საბოლოოდ ჩამოშლას. ნუ მიიღებთ მონაწილეობას იმ საქმეში, რომელიც ამ ქვეყანას გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს,” - აღნიშნავს საბა ბუაძე.
კომენტარები