1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საწყალმა გოგომ სული დედის ხელში დალია – რას ყვებიან მეზობლები სურამში მომხდარ მკვლელობაზე

სურამში, ქმრის მიერ მოკლულმა ქალმა სიცოცხლის უკანასკნელი წამები დედასთან გაატარა. გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსი გასროლით მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

„როცა ქმარმა ცოლი იარაღით მოკლა, ბავშვებმა ბებიას, დედის დედას დაურეკეს. ის სურამში ჩამოვიდა, მაშინ დაჭრილი ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და დედას დალაპარაკებია. საწყალმა გოგომ სული დედის ხელში დალია.

უპატიოსნესი გოგო იყო, ბავშვობიდან ვიცნობ. მკლვლელობა ეჭვიანობის გამო მოხდა. მეუღლეს, სავარაუდოდ მოლანდებები ჰქონდა, უცხო კაცი გვერდით ეწვაო, უთქვამს ქმარს და ამიტომ ვესროლეო.

იმ დროს, მოკლული ქალი სახლში ბავშვებთან ერთად მარტო იყო.“  – კურიერთან საუბრისას ამბობს ადგილობრივი.

საუბრობენ მამაკაცის ფსიქიკურ პრობლემებზე. ერთ-ერთი ახლობლის თქმით, მამაკაცი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო.

„ხშირად სვამდა, ალბათ, „თეთრი ცხელება” დაემართა და ჰალუცინაციები ჰქონდა, ამიტომ მოხდა ეს ტრაგედიაც, ისე ცოლ-შვილი ძალიან უყვარდა.“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქმარი დაკავებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები