1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“დაკავებული მორაგბე ჩემი ნათლულია” – “ასკანელი ძმების” დამფუძნებელი

ბიზნესმენი, კომპანია “ასკანელი ძმების” დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე ადასტურებს, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბე მისი გარდაცვლილი მეგობრის შვილია:

“უპირველესად, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ ახალგაზრდა ფეხბურთელის ოჯახს და ახლობლებს. 

აქვე განვმარტავ, რომ ნიკა ჟვანია ნამდვილად არის ჩემი ნათლული, თუმცა პირადად მე სარაგბო კლუბ “ასკანელებთან” არანაირი სამართლებრივი შეხება არ მაქვს და არც აღნიშნული კლუბის სპონსორი ვარ. 

ამ ტრაგიკულ საქმეში ჩემი გვარის ხსენება, როგორც ჩანს, გარკვეული ძალების პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც ჩემს წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას მიზანმიმართულად ცდილობს” 

ჩხაიძე განმარტავს, რომ 19 ივნისის ტრაგედიის შესახებ მედიასაშუალებებით შეიტყო. რაც შეეხება იმას, რომ კლუბის მაისურებზე “ასკანელი” აწერია, ჩხაიძის თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ ნათლულმა სთხოვა, რომ თუ შესაძლებელი იყო, მაისურებზე ასკანელებს დააწერდნენ, რაზეც უარი არ უთქვამს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები