1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს - მამუკა ხაზარაძე.

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ კრწანისის რაიონული ორგანიზაციის  ქალ წევრებს წარდგენის ღონისძიებაზე ესაუბრა. 

“ლელოს” ლიდერის თქმით, მათი პარტია ორიენტირებულია იმ საკითხზე, რომ საზოგადოებაში ქალთა ინტეგრირება მოხდეს.

“ლელო” არის პრინციპულად ახალი ძალა, ახალი ხედვა და ფერი, რომელიც მზესთან და იმედთან არის ასოცირებული, ვერ წარმოგვიდგენია, რომ მომავალი თაობა და საზოგადოება არ იყოს ბედნიერი ამ ქვეყანაში. ბედნიერების საწყისი კი არის ქალი. ერთხელ და სამუდამოდ, ქალის მდგომარეობა რადიკალურად უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს საქართველოში. ამაში იგულისხმება ყველაფერი - როგორც თანასწორუფლებიანობა, ასევე მეტი ქალი პოლიტიკასა და საზოგადო საქმიანობაში,” - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე მიესალმება პარლამენტის გადაწყვეტილებას კვოტირების შესახებ, თუმცა მიაჩნია, რომ კვოტირება ერთგვარი დისკრიმინაციაა და სამომავლოდ ქართველი ქალი კონკრეტული ნიშის გარეშე დაიკავებს სრულფასოვან ადგილს საზოგადოებაში.

“მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენს პარტიაში შინაგანად მაინც ერთ აზრზე ვართ, რომ კვოტირება არ არის მისაღები, რადგან ეს უკვე დისკრიმინაციაა, როდესაც ქალს შეუძლია მართოს ისეთი დიდი საქმეები , რასაც მართავენ და მე ეს ვიცი ჩემი და ბადრის გაკეთებული ბიზნესიდან. იქ ქალები იყვენენ შეუცვლელები. აი, ამ პრინციპით უნდა მოდიოდნენ სათავეებში ჩვენი ქალბატონები და არა დაყოფისა და კვოტირების გზით, თუმცა ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავალთ ამ მხრივ, აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა სფეროებში,” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები