1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიამ საქართველოს საზღვრები გაუხსნა - ტურისტებს 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევთ

იტალიამ საქართველოს საზღვრები გაუხსნა. ოფიციალური რომის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, ვიზიტის მიზეზის დასაბუთება არ დასჭირდებათ, თუმცა 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევთ.

იტალიის შემდეგ, ევროკავშირის ინიციატივა შვედეთის მთავრობამაც გაიზიარა და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში მოგზაურობისკენ მოუწოდა. შვედეთში სტუმრობის შემთხვევაში, ტურისტებს მხოლოდ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხის წარდგენა დასჭირდებათ.

მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნების ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო საზღვრებს 1-ელ აგვისტომდე არ გახსნის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები