1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივნისში ბოსტნეული და ბაღჩეული 28.7%-ით, ხილი 6.2%-ით, რძის ნაწარმი კი 5.2-ით გაიაფდა - „საქსტატი“

ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა და წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 1.4%-ით შემცირდა. კერძოდ, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, ივნისში წინა თვესთან შედარებით ბოსტნეული და ბაღჩეული 28.7%-ით გაიაფდა, ხილი 6.2%-ით, რძის ნაწარმი კი 5.2-ითაა გაიაფებული.

„2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.2 პროცენტით განისაზღვრა,”-აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.8 პროცენტით. კერძოდ, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-28.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-6.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-5.2 პროცენტი) და თევზეული (-1.2 პროცენტი).

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.4 პროცენტიანი კლება. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-7.6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-4.3 პროცენტი). ფასები გაზრდილია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში 5.6 პროცენტით. ფასები გაიზარდა როგორც ტანსაცმლის (2.8 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (11 პროცენტით) ქვეჯგუფზე.

ჯანმრთელობის დაცვაზე ერთი თვის განმავლობაში ფასები გაზრდილია 2.2 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (7.1 პროცენტი).

რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებას, ოფიციალური ინფორმაციით, ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხილი 46.5 პროცენტით, რძის ნაწარმი 17.2 პროცენტით, პურპროდუქტები 10 პროცენტით, ხოლო ხორცპროდუქტები 13.1 პროცენტით გაძვირდა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, 2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელებისჯგუფში ფასები გაიზარდა 13.6 პროცენტით. კერძოდ, ქვეჯგუფების მიხედვით ფასების ზრდა ასეთია: ხილი და ყურძენი (46.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.2 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.3 პროცენტი).

ამასთან, წლიურ ჭრილში, ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები გაზრდილია 7.5 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.6 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (10.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ტრანსპორტის ჯგუფში მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 8.6 პროცენტით. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11.8 პროცენტი).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები