მსოფლიო
დღეიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების პესონალისა და სოფლის ექიმების ხელფასები 100 ლარით გაიზარდა
2020-07-01 15:43:32
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების პესონალისა და სოფლის ექიმების ხელფასები 100 ლარით გაიზარდა.
" სრულად განახლებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი და პერსონალის კომფორტული სამუშაო პირობებით უზრუნველსაყოფად აშენდა და შენდება სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრები საქართველოს მასშტაბით.
1 ივლისიდან 30-ლარიანი ზრდა შეეხო 70 წელს ზემოთ პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და I ჯგუფის შშმ პირთა პენსიებს,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კომენტარები