1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აეროპორტების გაერთიანებაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტში ბაზას აუქმებს

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტში ბაზას აუქმებს, არ ადასტურებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

როგორც უწყებაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მათ ამ საკითხთან დაკავშირებით საავიაციო კომპანიისგან ოფიციალური წერილი არ მიუღიათ.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია ამ საკითხზე და არ ვადასტურებთ, რომ „ვიზეარი“ ქუთაისში ბაზას აუქმებს“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს აეროპორტების გაერთიანებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები