პოლიტიკა
600 000 ლარი დახარჯეს პარლამენტის წევრებმა რესტორნებში, სასტუმროებსა და მივლინებებში 2020 წლის პირველ კვარტალში
2020-06-30 18:22:38
"ფლანგვის დეტექტორის" განცხადება:
2020 წლის პირველ კვარტალში პარლამენტის წევრებმა რესტორნებში, სასტუმროებსა და მივლინებებში თითქმის 600 ათასი ლარი დახარჯეს.
319 ათასი ლარი დაიხარჯა პარლამენტარების მივლინებებში, მათ შორის “მდუმარე პარლამენტარების” მივლინებებში, რომელთაც ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი.
სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული 274 ათასი ლარი საკმარისი იქნებოდა 1 წლის მანძილზე 380 პირის სოციალური შემწეობის უზრუნველსაყოფად.
კომენტარები