1 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

23 წლამდე ასაკის პირებისთვის ავტომობილის დამოუკიდებლად მართვა უნდა აიკრძალოს - გუგული მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის განცხადებით, ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის ასაკი კანონით უნდა განისაზღვროს. მისი თქმით, შესწავლილ უნდა იქნას ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა და თუ მათი უმრავლესობა 19-დან 23 წლამდე ასაკის მძღოლებზე მოდის, 23 წლამდე პირს უფროსის გარეშე ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის უფლება უნდა შეეზღუდოს.

 

"ავარიას ხშირად ახდენს ადამიანი, რომელსაც ავტომობილი თავად არ შეუძენია და მამამ უყიდა. ამიტომ ვთქვი, რომ სანამ ადამიანი ფეხზე არ დადგება და თვითონ არ შეეძლება იყოდოს ავტომობილი, შესაძლოა, 23 წლამდეც იყოს მართვის უფლების შეზღუდვა, ან შეეძლოს მართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვერდით უფროსი ახლავს. შესაძლოა, კანონში ჩავდოთ ასეთი რამ: 18 წლის ასაკიდან მართვის მოწმობის აღების უფლება ჰქონდეს, მაგრამ თუ კი გვერდით უფროსი არ ახლავს, დამოუკიდებლად ავტომობილის ტარების უფლება შეეზღუდოს.," - აცხადებს გუგული მაღრაძე.
წყარო - pia.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები