1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბადრი ჯაფარიძე - "ხაშურს და მის პატარ-პატარა სოფლებს დავაყენებთ ფეხზე"

“ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური გადარჩენისთვის  ცხოვრობენ ჩვენ შევუქმნით კეთილდღეობას”

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ხაშურში რეგიონული ოფისის გახსნისას მოსახლეობის წინაშე გამოვიდა და მათ ხაშურის პოტენციალსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა. “ლელოს” ლიდერის თქმით, რეგიონი მოკლებულია ზრუნვას და ყურადღებას.  აუცილებელია ხაშურის მოსახლეობისთვის იმ

იმედის და მომავლის დაბრუნება რომელიც წაართვეს.

“ლელო”,  მოვიდა იმისთვის, რომ შეცვალოს  დაჭაობებული რეალობა, სადაც  ადამიანებმა დაკარგეს იმედი, დაეუფლათ  ნიჰილიზმი და აღარ სჯერათ გაცემული დაპირებების. ჩვენ გვინდა ეს შევცალოთ, მოვიტანოთ იმედი, მოვიტანოთ იმის რწმენა, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია ამ კრიტიკული ვითარების კეთილდღეობით შეცვლა.  თქვენი, ხაშურელების მონაწილეობით, ჩვენ ამას შევცვლით. თითოეულ თქვენგანს აქვს განუზომელი მნიშვნელობა  ქვეყნის განახლების გზაზე და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის, არაჩვეულებრივი თაობისათვის, რომელმაც უნდა იცხოვროს წელგამართულ საქართველოში, სადაც ქართველობა არის სიამაყე,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძის თქმით, ხაშურმა უნდა   გამოიყენოს ის პოტენციალი რომელიც ქალაქშია, რომელიც რაიონის მაცხოვრებლებშია. 

“ხაშურლებისგან ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ მხარდაჭერას და ჩვენ ეს უნდა გადავაქციოთ “ლელოს” გამარჯვებად. ჩვენ ეს რეგიონი უნდა გადავაქციოთ საქართველოს გულად.  ხაშურის რაიონში 70ზე მეტი სოფელი და 100 ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეს არის რაიონი, რომელიც ყველამ ვიცით ჩვენი ბავშვობიდან - ქვიშხეთი,  სურამი, ნაბახტევი, წრომი განუმეორებელი ხვისი და ხაშური ამ სალამაზის ცენტრი. 

სამწუხაროდ, ამ წლებმა მოიტანა გაჭირვება და ადამიანები მხოლოდ  ყოველდღიური გადარჩენის რეჟიმში ცხოვრობენ. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ და მოვახერხოთ, რომ ხაშური ღირსეულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ხაშურს უნდა ჰქონდეს თავისი სახე,”-განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები