მსოფლიო
"20 ივნისს საბოლოო ჯამში შეაფასებენ, როგორც სამართალდამცავი სისტემის მიერ პარლამენტზე შტურმის აღკვეთა"
2020-06-26 18:39:36
20 ივნისს საბოლოო ჯამში შეაფასებენ, როგორც სამართალდამცავი სისტემის მიერ პარლამენტზე შტურმის აღკვეთა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"ყველა კითხულობს 20 ივნისის თემას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა, საწყენია და არაა სწორი, როცა ამ თემის სპეკულირება ხდება. სხვადასხვა რანგში მიპასუხია ამ თემაზე, ამავე ტრიბუნიდან, სხვადასხვა თანამდებობაში, მაგრამ კიდევ ერთხელ გიპასუხებთ.
ბატონებო, რაც არ უნდა შეფასებები არსებობდეს, სუბიექტური, ობიექტური, მიკეროებული თუ არა, 20 ივნისის საბოლოო შეფასება ჩვენი საზოგადოების მხრიდან იქნება. მერწმუნეთ, ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში შეაფასებენ, როგორც სამართალდამცავი სისტემის მიერ პარლამენტზე შტურმის აღკვეთად. ამას შეიძლება რაღაც დრო სჭირდება, მაგრამ ეს შეფასება დღესაც ასეა, თქვენ (ოპოზიცია) არ ნებდებით უბრალოდ, რაღაც თქვენი წარმოდგენები გაქვთ, მაგრამ საბოლოოდ ასე იქნება", - განაცხადა გახარიამ.
კომენტარები