0 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გახარია შაქარაშვილის საქმეზე: არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩება, არ დავტოვებთ, მწარე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ

არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩება, არ დავტოვებთ, მწარე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ - ამის შესახებ განცხადება, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

"ცხელი თემაა, იცით, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა უკვე 17 ეჭვმიტანილი ამ საქმესთან დაკავშირებით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, გამოძიებას აქვს 35 თუ 40 დღე, რომ სწრაფი ინტენსიური გამოძიება აწარმოოს. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კითხვის ნიშნები აქ არ დარჩება, არ დავტოვებთ, მწარე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ". – თქვა გიორგი გახარიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები