1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ნახალოვკელებს” “საბურთალო” მოსდევდა… კედელზე მიმახეთქაო…” – ახალი დეტალები

19 წლის ფეხბურთელის ბურუსთ მოცული გარდაცვალება – საქმის მოწმეების განმეორებითი დაკითხვა და ექსპერტიზა დღესაც გაგრძელდა, ჩხრეკა ჩატარდა წვეულების მონაწილეების სახლებშიც – დღეს მცხეთის პოლიციაში დაკითხვაზე მისულ, წვეულების მონაწილეებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ერთ-ერთი ახალაგზრდის მამა, ხვიჩა ბარბაქაძე ყვება რა მოხდა დაბადების დღეზე, რა სახის დაზიანებები მიიღო მისმა შვილმა და სად იყო ამ დროს გიორგი შაქარაშვილი:

“ჩემი შვილი აგარაკზე, დაბადების დღეზე თავიდანვე იყო, ის გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა, ვისი დაბადების დღეც იყო, მისი მეგობარია. დაზიანებები აქვს, ჩხუბში ვინ მიაყენა დაზიანებები არ ვიცი, სერიოზული დაზიანებები არ აქვს. თავიდან გაიქცნენ, ჩხუბს თავი გაარიდეს, სახლში წავიდა. 

შაქარაშვილზე ამბობს, ერთ-ერთი კარგი ბიჭი იყოო და იმ ბიჭს კონფლიქტი არავისთან ჰქონიაო, დაბადების დღეზე გაიცნო ისიც. 

არავინ იცის რა მოხდა მერე. 

აივანზე ვიდექი ცალკე, რომ გამოვედი ვიღაცამ ხელი მომკიდა და კედელზე მიმახეთქაო – ასე ამბობს ჩემი შვილი. ის “მერსედესის” მარკის ავტომობილში იჯდა. 

თბილისიდან ბიჭების დასახმარებლად ისევ წამოვიდა, თავის მეგობრებს რომ ცემდნენ, ხომ არ მიატოვებდა? “ნახალოვკიდან” ჩავიდნენ და თავისი ძმაკაცები წამოიყვანეს. 

იმ მანქანაში მყოფები დაბადების დღეზე ერთად იყვნენ. როგორც ვიცი, ჩხუბის დროს ესენი გაიქცნენ და ეს იყო დაწყნარება, “ნახალოვკელებს” საბურთალოს მხარე მოსდევდა. 

ტატიაშვილი დაბადების დღეზე იყო, ის ჩემ შვილთან ერთად თბილისში ვერცხლისფერი “მერსედესით” დაბრუნდა, ჩხუბს გამოერიდნენ, დაზიანება ვისაც ჰქონდა, ის წაიყვანეს საავადმყოფოში, თუ სასწრაფო გამოიძახეს, არ ვიცი. მერე ისევ უკან დაბრუნდნენ, მეგობრების წამოსაყვანად. იქიდან ორი ადამიანი წამოიყვანეს”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები